საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრები ლონდონში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ასპარეზობდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჯიბრის ორგანიზატორებმა ტურნირის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისათვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, როდის გაგრძელდება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.