მესუტ ოზილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ჩრდილოეთ ლონდონში მცხოვრები ფერჰატ ერჯანი და სალამან ეკინჯი ხუთშაბათს, „არსენალის“ ფეხბურთელის სახლთან აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოზილსა და მის თანაგუნდელ სეად კოლაშინაცს, ავტომობილის გამტაცებლები დაესხნენ თავს, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ამ ორმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის პირველი ტური გამოტოვა.