ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეს სუტენიორობა ბრალდება
ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეს სუტენიორობა ბრალდება

2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ლოურენს ოკოიე დაპატიმრებულია პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდებით, – წერს ბრიტანული გაზეთი სანი (The Sun). 27 წლის სპორტსმენი ალაბამას შტატში დააკავეს.

ოკოიემ მე-12 ადგილი დაიკავა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბადროს ტყორცნაში. შემდეგ მან მიატოვა მძლეოსნობა, რათა კარიერა ამერიკულ ფეხბურთში გაეგრძელებინა. დღეს ის “ბირმინგემ აირონის” მოთამაშეა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ალიანს ლიგაში შედის, თუმცა ვერ მოასწრო ამ გუნდში თუნდაც ერთი თამაშის ჩატარება.