ლონდონის „ჩელსის“ რის ჯეიმსი ტრავმის გამო სამი თვით გამოაკლდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში „ევერტონის“ წინააღმდეგ ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა, რის ჯეიმსმა ტრავმა მიიღო და მოედანი 27-ე წუთზე დატოვა.
„ჩელსის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ჯეიმსის ტრავმა სერიოზულია და ის მოედანზე გასვლას სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ტრავმამ, შესაძლოა, რის ჯეიმსის ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსებიც შეამციროს ევროპის ჩემპიონატის წინ. მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც ტრავმის გამო გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ინგლისელმა მარჯვენა მცველმა „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ცხრა შეხვედრა ჩაატარა.