ლომინაძე „დილაში“ გადავიდა, მლადოვიჩმა ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას დროებით გორის „დილაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.
22 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მაგრამ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდა. 2023 წელი წყალტუბოს „სამგურალში“ გაატარა და კლუბში დაბრუნდა, მაგრამ ევროტურნირზე ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია და „დილაში“ თამაში გადაწყვიტა.
ლომინაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების (17, 18, 19, 20, 21) წევრი იყო და გასულ წელს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. Transfermarkt-ის ცნობით, ლომინაძე „დილაში“ იჯარით 2024 წლის ბოლომდე ითამაშებს.
ბათუმის „დინამოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდა ბოიან მლადოვიჩი. 28 წლის სერბი ცენტრალური მცველი საქართველოს მოქმედ ჩემპიონის სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და ბათუმელთა შემადგენლობაში ათი მატჩი ჩააატარა, მაგრამ დამაჯერებელი არ იყო და ბათუმელებმა მისი გაშვება გადაწყვიტეს.