„ლოკომოტივს“ რუსულ გუნდთან ფრანგები უმსაჯებენ
„ლოკომოტივს“ რუსულ გუნდთან ფრანგები უმსაჯებენ

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, რომელშიც თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან.

მსაჯთა ბრიგადას ფიფა-ს არბიტრი კარიმ აბედი ხელმძღვანელობს. მას დაეხმარებიან ხაზის არბიტრები ჰიშამ ზაჰრანი და ავრელიენ ბერტომიე. სარეზერვო მსაჯი ფლორენ ბუტა იქნება.

ადრე კარიმ აბედის ქართული და რუსულ კლუბების მონაწილეობით ჩატარებული მატჩები არ განუსჯია, რადგან ბოლოს ჩვენი წარმოამდგენელი რუსებს 1996 წელს შეხვდა – მაშინ უეფა-ს თასზე თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „ტორპედო“ გამოადგო (1:0, 1:1). იმ დროს აბედის მსაჯობა დაწყებულიც არც ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ყველა შესარჩევი ეტაპი, პლეი-ოფის ჩათვლით, ერთმატჩიანია და მაყურებლის გარეშე ტარდება. თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოს“ 17 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.