თბილისის „ლოკომოტივმა“ წელს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი „ბენდელას“ სტადიონზე „საბურთალო 2-ს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს ახალწვეულებმა ოთარ კობახიძემ, დავით ჯიქიამ და თემურ შონიამ, ასევე 19-წლამდელების გუნდის ფეხბურთელებმა.
პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა გახსნა. 76-ე წუთზე შონიამ „ლოკომოტივის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. სამ წუთში, მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სამურკასოვმა დაფიქსირა.