თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე, „ლოკომოტივმა“ თბილისური შეკრების ბოლო ვარჯიში გამართა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 4 თებერვალს, გია ჭიაბრიშვილის გუნდი უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე, კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს.
„ლოკომოტივი“ საქართველოს თასის მფლობელ „გაგრას“ დაუპირისპირდება. მატჩი დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსამზადებელ ეტაპზე სამი ტესტ-მატჩი გამართა – ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული საგარეჯოს „გარეჯი“ 8:0 დაამარცხა, „საბურთალოსთან“ შეხვედრა 1:1 დაასრულა, ხოლო ბათუმის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა.
თბილისის „ლოკომოტივი“ 2021 წელს მიზნად ეროვნული ლიგის საუკეთესოთა შორის მოხვედრას და ევროტურნირების საგზურის მოპოვებას ისახავს. გუნდი თურქეთში, ბელეკში გამგზავრებას 2 თებერვალს გეგმავდა, სადაც ორკვირიანი შეკრებას გამართავს. თურქულ შეკრებაზე, ლოკომოტივი ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს:
5 თებერვალი – ლოკომოტივი Vs შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
9 თებერვალი – ლოკომოტივი Vs დესნა (უკრაინა)
10 თებერვალი – ლოკომოტივი Vs როტორი (რუსეთი)
12 თებერვალი – ლოკომოტივი Vs უფა (რუსეთი)
16 თებერვალი – ლოკომოტივი Vs ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი)
„ლოკომოტივი“ თბილისში 17 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში ისევ თბილიში მოემზადება.