ლოკომოტივმა ტორპედო ქუთაისში შეაჩერა - 27-მატჩიანი სერია შეწყვეტილია [ფოტო-ვიდეო]
18:07, 09.03.2019
ქუთაისის „ტორპედოს“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 8 თვის წინ დაიწყო, თბილისის „ლოკომოტივმა“ შეაჩერა.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-3 ტური ამ დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ გაიმართა. მასპინძლები ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ ქულაც ვერ ვერ მოიპოვეს.
74-ე წუთზე ლოკომოტივის გათამაშებული შეტევის შემდეგ ანგარიში თემურ შონიამ გახსნა.
დამატებულ დროში კი, ლუკა კიკაბიძემ ქუთაისელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 0:2.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დანარჩენი 3 შეხვედრა კვირას და ორშაბათს გაიმართება. 11 მარტს, “ვიტ ჯორჯიასა” და „ჩიხურას“ მატჩს 19:00 საათზე მეორე არხი შემოგთავაზებთ.