„ლოკომოტივმა“ შანსი გაანიავა
„ლოკომოტივმა“ შანსი გაანიავა

„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის მორიგ შეხვედრას „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა – თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

„ლოკომოტივს“ ანგარიშის გახსნის არაერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და მატჩის ბოლოს რთულ ვითარებაში ჩავარდა. 79-ე წუთზე „სიონმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და გიორგი ივანიშვილმა სტუმრები დააწინაურა – 0:1.

„ლოკომოტივმა“ მთელი გუნდით შეუტია და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, სტუმართა კარი თემურ შონიამ აიღო და „ლოკომოტივს“ ქულა გადაურჩინა – 1:1.

26 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 37 ქულა დააგროვა და სამეულთა დაახლოება ვერ შეძლო. ბოლნისის „სიონი“ კი (27 ქულა) გორის „დილას“ (27 ქულა) დაეწია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს.