ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრaლური შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისური გუნდები დაუპირისპირდნენ – „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამაჯერებალდ დაამარცხა.
„ლოკომოტივი“ დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მამია გავაშელიშვილმა კუთხურის ხაზთან ბურთი შეინარჩუნა და საჯარიმოში ულად-ომარ იმრანი შენიშნა, მასპინძელთა მაროკოელმა ლეგიონერმა კი ზუსტად დაარტყა 1:0.
მეორე ნახევარში „საბურთალო“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა და საგოლე მომენტებიც შემქნა, მაგრამ ვერ ისარგებლა, საკუთარ კარში კი მეორეც გაუშვა. 84- ე წუთზე, სწრაფი შეტევა მარჯვენა ფლანგზე თორნიკე კირკიტაძემ გააგრძელა და მისი გადაცემით გიორგი იაკობიძემ გაიტანა 2:0.
„საბურთალომ“ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში სტუმართა დებიუტანტმა, თემურ გაბუნიამ გაუშვა, მასპინძელთა მცველმა, სანდრო გურეშიძემ კი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.
საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“, 15 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ამით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა „საბურთალოს“ გადაასწრო, რომელიც 21 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივი“ ზედიზედ მეხუთე მატჩია არ აგებს.