„ლოკომოტივმა“ ორჯერ გაიტანა, მაგრამ „თელავთან“ 0:2 დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-19 ტური საგურამოში გამართული მატჩით დასრულდა – თბილისის „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ ორივე გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, 0:2 დამარცხდა.
„ლოკო არენაზე“ გამართულ შეხვედრას თბილისელები განახლებული შემადგენლობით შეხვდნენ. გუნდი მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ჯონ ვან ლუნმა გაიყვანა, შემადგენლობაში კი „საბურთალოდან“ გადასული მეკარე ოთო გოშაძე და მცველი ნოდარ იაშვილი გამოჩდნენ.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივეჯერ „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დაჩი ფოფხაძემ საკუთარი კარი აიღო. თბილისელთა 38 წლის მცველს ჯერ მე-12 წუთზე გიორგი კვერნაძის შორიდან დარტყმული ბურთი მოხვდა, მიმართულება შეიცვალა კარის „ცხრიანი“ შეარხია.
45-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შეტევა ცოტნე კაპანაძემ განავითარა, საჯარიმოში ლაშა ქოჩლაძე მოძებნა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ისევ ფოფხაძეს მოხვდა, კარში აეჭრა და საბოლოოდ, „თელავმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„ლოკომოტივს“ 19 ტურში 18 წაგება დაუგროვდა და მხოლოდ 3 ქულით ბოლო ადგილზეა. „თელავმა“ კი ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 24 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზეა.