„ლოკომოტივმა“ ლიდერებთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

22:30, 03.10.2020

თბილისის „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ოთხ წამყვან მოთამაშესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

გუნდთან თანამშრომლობის 2 წლით გახანგრძლივების სურვილი გამოთქვეს – კაპიტანმა დავით უბილავამ, საყრდენმა ნახევარმცველმა თემურ შონიამ და მთავარმა ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ. „ლოკომოტივის“ პრეს-სამსახურის ცნობით, სამეული გუნდში 2022 წლის ბოლომდე ითამაშებს.

გარდა ამისა, საიჯარო ვადა 1 წლით გაგრძელდა მეკარე გიორგი მამარდაშვილთან, რომელმაც ევროპის ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა. მისი ტრანსფერის მფლობელი „დინამო თბილისია“ – 19 წლის პერსპექტიული მეკარე „ლოკომოტივში“ 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს.

მსგავსი