"ლოკომოტივმა" გიორგი დევდარიანთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა
"ლოკომოტივმა" გიორგი დევდარიანთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა

გიორგი დევდარიანისა და თბილისის “ლოკომოტივის” გზები გაიყარა. ინფორმაცია, კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა.

დევდარიანი “ლოკომოტივში” 2016 წლის ოქტომბრიდან მუშაობს, როდესაც მთავარ მწვრთნელად გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაინიშნა.

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში “ლოკომოტივის” მიზანი ევროპის ლიგაზე მოხვედრა იყო, მაგრამ დევდარიანის გუნდმა 53 ქულა დააგროვა, სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულა და მიზანს ვერ მიაღწია.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას “ლოკომოტივი” მოგვიანებით გაავრცელებს.