„ლოკომოტივმა“ „დილას“ ქულები წაართვა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ „დილას“ ქულები წაართვა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდს ქულები წაართვა -1:1.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. 19-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე ონორე გომისმა თბილისელებს მეორეც გაუტანა და „დილა“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა – 0:2.

შესვენების შემდეგ მოედანზე მთავარი გმირი ბიძინა მახარობლძე იყო. „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა 58-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ე წუთზე კი „დილას“ მეორედ გაუტანა და დუბლით წონასწორობა აღადგინა – 2:2.

ლოკომოტივმა“ ბოლო სამ ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმოამდგენელს ქულა მეორედ წაართვა, მაგრამ 5 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა და კონკურენტ „გაგრას“ (25) დიდი სხვაობით ჩამორჩება. „დილამ“ (38) ქულების დაკარგვით წყალტუბოს „სამგურალის“ (39) გადასწრების შანსიც ხელიდან გაუშვა.