თბილისის „ლოკომოტივმა“ ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგის წარმომადგენელ „სამტრედიასთან“ გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
„ლოკომოტივიდან“ თავის გამოჩენა ბიძინა მახარობლიძემ და იოანე ტაბატაძემ მოახერხეს, ხოლო „სამტრედიიდან“ ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა, დიტო ფაჩულიამ გაიტანა.
„ლოკომოტივმა“ მოსამზადებელ ეტაპზე „დინამო თბილისი“, „სპაერი“, ბოლნისის „სიონი“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა, „არაგვთან“ დამარცხდა, ხოლო „საბურთალოსთან“ ფრედ ითამაშა.
„ლოკომოტივი“ სეზონის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს, გუნდი სართიჭალის „შტურმს“, „გაგრასა“ და გორის „დილას“ დაუპირისპირდება.