„ლოკომოტივმა“ ახალწვეულები წარადგინა
„ლოკომოტივმა“ ახალწვეულები წარადგინა
თბილისის „ლოკომოტივის“ ხელძღვანელებმა საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართეს და ახალწვეულები წარადგინეს.
 
კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა, ახალ სეზონში „ლოკომოტივის“ მიზნებზე ილაპარაკა.
„გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო, რადგან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ ლევან კორღალიძის მეთაურობით, შეძლო უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება. „ჩვენი მიზანი იყო, გუნდის ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა, უკეთ დაგვებალანსებინა და გაგვეძლიერებინა. ამ მხრივ, გვაქვს სიახლეები და დღეს, ოფიციალურად წარმოგიდგენთ ჩვენს ახალწვეულებს“ – განაცხადა ყიფიანმა.
თბილისურ კლუბში ითამაშებენ სანდრო კობახიძე, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი მამარდაშვილი, ლევან ჟორდანია და იმრან ულად ომარი. „ლოკომოტივში“ დაბრუნდა სანდრო შეწირული, რომელიც „გაგრაში“ იჯარით თამაშობდა.
პრესკონფერენციის შემდეგ, გიორგი ყიფიანმა და „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა – ლევან კორღალიძემ, გუნდის ახალწვეულებს სიმბოლურად, სათამაშო მაისურები გადასცეს.