თბილისის „ლოკომოტივმა“ გორის „დილა“ 17 წლის ფეხბურთელების აქტიურობით დაამარცხა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურში თბილისელებმა გორელებს „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლეს და ანგარიში 46-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გოლით გახსნეს. „დილამ“ ანგარიში 81-ე წუთზე გაათანაბრა – თავი მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ზურიკო დავითაშვილმა რევაზ ინჯგიას გადაცემით დუბლი შეასრულა და „ლოკომოტივს“ გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილიც და ინჯგიაც 17 წლის არიან.
„ლოკომოტივმა“ 31 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ხოლო „დილა“, 47 ქულით, ისევ მესამეზეა.