„ლოკომოტივის“ სამმა ფეხბურთელმა საიუბილეო თამაშები ჩაატარა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ სამმა ფეხბურთელმა საიუბილეო თამაშები ჩაატარა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის 22-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივის“ მნიშვნელოვანი ამბები დაემთხვა – გია ჭიაბრიშვილის გუნდში ერთდროულად სამმა მოთამაშემ საიუბილეო თამაში ჩაატარა.

ქობულეთის „შუქურასთან“ გუნდის კაპიტანმა დავით უბილავამ „ლოკომოტივის“ მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა, ნახევარმცველმა თემურ შონიამ და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ კი – მე-100 მატჩი.

უბილავა 2014 წლის პირველ იანვარს ქუთაისის „ტორპედოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ფორმით თამაშობს და მისი კაპიტანია. თემურ შონია ბათუმის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ 2018 წლის პირველ იანვარს გადავიდა.

ირაკლი სიხარულიძე კი „ლოკომოტივს“ 2017 წლის პირველ იანვარს ბოლნისის „სიონიდან“ შეუერთდა, 2018 წლის 25 იანვარს ჩეხეთის „სლოვაცკოში“ წავიდა, საიდანაც იმავე წლის 10 ივლისს ლატვიურ „რიგასში“ ჩაირიცხა. თბილისურ კლუბში გამოცდილი თავდამსხმელი 2019 წლის 31 იანვარს დაბრუნდა და ჯამში კლუბის წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანა.

ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურა“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დაწინაურდა.