„ლოკომოტივის“ მწვრთნელი შედეგით უკმაყოფილოა - მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ შედეგებისა და მომავალი გეგმების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, გუნდის მიზანი მომავალ ტურებში ეროვნულ ლიგა 2-ში ქულების დაგროვება და მაღალი ადგილისთვის ბრძოლაა.
„მეორე წრეში შვიდი თამაში ვითამაშეთ, სამი მოვიგეთ, სამი წავაგეთ და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩემთვის ეს შედეგი (10 გუნდში მე-8 ადგილი) დამაკმაყოფილებელი არ არის.
ვეცდებით, დარჩენილ ტურებში სატურნირნო მდგომარეობა გამოვასწოროთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რა გამოვა, დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა რევაზ გოცირიძემ.
„ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგი ტურის მატჩს 15 სექტემბერს „რუსთავთან“ ჩაატარებს. თბილისელები 23 ტურის შემდეგ 26 ქულით მერვე ადგილზე არიან.