„ლოკომოტივის“ ღირსეული საქციელი - ვწუხვართ, რომ ჩვენთან მატჩში „საბურთალოს“ მოთამაშე დაშავდა
„ლოკომოტივის“ ღირსეული საქციელი - ვწუხვართ, რომ ჩვენთან მატჩში „საბურთალოს“ მოთამაშე დაშავდა

18 ივლისს, თბილისური გუნდეისი დაპირისპირებაში, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის” მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, „ლოკომოტივის“ მცველ სანდრო გურეშიძესთან ორთაბრძოლაში „საბურთალოს“ თავადმსხმელმა გიორგი კოხრეიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

გავრცელებული, მაგრამ ჯერაც დაუდასტურებელი ცნობის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ერთ-ერთ ლიდერს ჯვარედინი იოგები დაუწყდა. თუმცა, საბოლოო დიაგნოზი მაინც უცნობია.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის „ლოკომოტივმა“ საკმაოდ უჩვეულო და ამავდროულად ძალიან ღირსეული განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის გამო დაშავებულ გიორგი კოხრეიძისა და მის გუნდის მიმართ თანადგომა გამოხატა.

„ვწუხვართ, რომ გიორგი კოხრეიძე დაშავდა. ჩვენი კლუბისა და სანდრო გურეშიძის სახელით, „საბურთალოს“ ახალგაზრდა შემტევს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ – წერია განცხადებაში.