„ლოკომოტივის“ ფიზმომზადების მწვრთნელი სევილიაში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ ფიზმომზადების მწვრთნელი თამაზ ბაბილოძე სევილიაში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საერთაშორისო კონფერენცია High Performance in Football-ი ესპანეთში, ქალაქ სევილიაში დღეს იწყება და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი თამაზ ბაბილოძეც“, – წერია „ლოკომოტივის“ გავრცელებულ ცნობაში.
ღონისძიების მასპინძელი ესპანური საფეხბურთო კლუბი „ბეტისია“, ხოლო მისი ორგანიზატორი – ფეხბურთის მეცნიერების ინსტიტუტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული ექსპერტები, გაიმართება უამრავი ვორქშოფი, პლენარული სესია და ა.შ.