„ლოკომოტივის“ ახალწვეული სენეგალიდან - ადამა ვადე „ლიონის“ ფარმკლუბში თამაშობდა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ ახალწვეული სენეგალიდან - ადამა ვადე „ლიონის“ ფარმკლუბში თამაშობდა #1TVSPORT

„ლოკომოტივი“ „სამტრედიასთან“ მატჩისთვის ემზადება. ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, 13 აგვისტოს, გია ჭიაბრიშვილის გუნდი „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიას“ ესტუმრება.

ამ მატჩამდე „ლოკომოტივს“ გუნდის ახალწვეული ადამა ვადე შეუერთდა. 24 წლის სენეგალელი ტანმაღალია (194 სმ), ამპლუით კი ცენტრალური მცველია. ვადემ კარიერა დაკარის „საკრე-კერში“ დაიწყო, რომელიც სენეგალის პრემიერლიგის გუნდია და ლიონის „ოლიმპიკის“ პარტნიორი გახლავთ.

2020 წლის 6 ოქტომბერს თურქეთის მეორე დივიზიონის „უმრანისპორში“ ჩაირიცხა და გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მაგრამ გუნდთან კონტრაქტი ვადის ამოწურვამდე, 1 ივლისს გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ადამა ვადე სენეგალის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე იყო.

24 წლის ადამა ვადე რა ხნით შეურთდა გუნდს, ამაზე „ლოკომოტივი“ არაფერს იუწყება.