თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემია ვიტალი დარასელიას თასის მეორე ტურში თურქული „გალათასარაის“ 16-წლამდელების გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
„ლოკო არენაზე“ გამართული დაპირისპირება თბილისელებმა კარგად დაიწყეს და მე-4 წუთზე ნიკა ქემოკლიძის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, თურქებმა მე-9 წუთზე მეჰმედ ჩან ალბაირაკის ზუსტი დარტყმით შესვენებამდე 1:1 დააფიქსირეს.
ტაიმის ბოლოს „გალათასარაის“ მოთამაშე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს და „ლოკომოტივმა“ რიცხვობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში ისარგებლა. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს – 62-ე წუთზე, დავით ჩიგოშვილის განვითარებული შეტევა ნიკა ბერულავამ დააგვირგვინა.
„ა“ ჯგუფში „უოტფორდმა“ „იუვენტუსის“ აკადემია 4:1 დაამარცხა და „დინამო თბილისს“ გაუთანაბრდა, რომელიც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 25 აგვისტოს იტალიელებს დაუპირისპირდება. „ლოკომოტივი“ ნახევარფინალში ითამაშებს თუ არა, ეს ხვალ „გალათასარაი“ – „ვალენსიას“ შეხვედრაში გადაწყდება.
მე-3 ტური, 25 აგვისტო
გალათასარაი – ვალენსია, 18:00. საგურამოს „ლოკო არენა“
დინამო – იუვენტუსი, 21:00 „ილია კოკაია არენა“