„ლოკომოტივი“ „ტორპედოს“ გაუთანაბრდა და ევროზონაშია
„ლოკომოტივი“ „ტორპედოს“ გაუთანაბრდა და ევროზონაშია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის პირველი სათამაშო დღე თბილისში, მიხეილ მესხზე გამართული შეხვედრით დასრულდა – „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და დამაჯერებელი სხვაობით აჯობა.

„მიხეილ მესხზე“ ერთმანეთს ოთხეულის კანდიდატები დაუპირისპირდნენ, რომელთა დაპირისპირებაში „ლოკომოტივი“ უკეთესი იყო, თბილისურმა კლუბმა „ტორპედოს“ დავით კირკიტაძის გოლებით აჯობა. „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა, 54-ე წუთზე კი, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.

ლოკომოტივმა“ 30 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა, „ტორპედოს“ ქულებით გაუთანაბრდა, მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

კვირას, 6 ოქტომბერს, კიდევ სამი მატჩი გაიმართება. რაც მთავარია, არა მხოლოდ ტურის, არამედ, წლის მატჩი შედგება: ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატები, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან.

კვირა, 6 ოქტომბერი

„ჩიხურა“ – „ვიტ ჯორჯია“

14:00. ცენტრალური – ივანწმინდა

„რუსთავი“ – „საბურთალო“

16:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

„დინამო ბთ“ – „დინამო თბ“

20:00. ანგისა – ბათუმი