„ლოკომოტივი“ სამმა მოთამაშემ დატოვა - გუნდს ახალწვეულები შეუერთდნენ (ვიდეო)
„ლოკომოტივმა“ 2021 წლის პირველი ვარჯიში გამართა. საგურამოს ბაზის მინდვრების რეაბილიტაციის გამო, გუნდი დროებით თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებს.
31 იანვრის ჩათვლით, გია ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისში მოემზადება. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს „ლოკომოტივის“ ახალწვეულებმა – თბილისის „მერანის“ მეკარე რეზი თევდორაძემ, საჩხერეს „ჩიხურას“ შემტევმა კახა კახაბრიშვილმა და 14 წლის მეკარე სოსო კოპალიანმა, რომელთანაც 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდი ორმა მეკარემ დატოვა – 23 წლის ლუკა შეროზიამ და 19 წლის რეზო ლომიძემ, ასევე 20 წლის თავდამსხმელმა შოთა შეყილაძემ. სეზონის დასრულების შემდეგ კი ახალი გუნდების ძებნა დაიწყეს ნიკა ჭანტურიამ, დავით კირკიტაძემ და ცოტნე კაპანაძემ.