„ლოკომოტივი“ „საბურთალოს“ დაეწია - „სამტრედიას“ ელიგაში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მორიგი შეხვედრა საგურამოში გაიმართა – „ლოკომოტივმა“ ტრადიცია არ დაარღვია და მორიგი უხვგოლიანი შეხვედრა „სამტრედიასთან“ ჩაატარა.
ულად-ომარ იმრანის პასით ანგარიში 22-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. 39-ე წუთზე „სამტრედიას“ სერბმა ლეგიონერმა სტრაჰინია პავიშიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 56-ე წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემით გიორგი გადრანმა სტუმრები დააწინაურა.
„ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა და არა მხოლოდ ანგარიში გაათანაბრა, ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. ირაკლი სიხარულიძემ მეორეც გაიტანა (70წთ) და დუბლი შეასრულა. ასევე დუბლი ჩაიწერა ანგარიშზე გიორგი დიასამიძემ (72, 79) და „ლოკომოტივმა“ 4:2 მოიგო.
32 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 50 ქულით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა, ხოლო „სამტრედია“ (20) ბოლო ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ქობულეთის „შუქურას“ (27) უკვე შვიდი ქულით ჩამორჩა.