„ლოკომოტივი“ „როსტოვთან“ დამარცხდა - არბიტრმა გოლი ჩათვალა, რადგან ბადე გახეული აღმოჩნდა (ვიდეო)
თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „როსტოვთან“ გამართა და დამარცხდა.
გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩი სახიფათო მომენტით დაიწყო, მაგრამ „ლოკომოტივის“ შემტევს სიზუსტე დააკლდა. ანგარიში კი 31-ე წუთზე „როსტოვმა“ გახსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ შვედმა პონტუს ალმკვისტმა ზუსტად დაარტყა.
სულ რაღაც 4 წუთი და ბექა დარციმელიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ახლოდან „როსტოვის“ კარი „ლოკომოტივის“ ახალწვეულმა კახა კახაბრიშვილმა აიღო, შესვენებაზე კი გუნდები ფრეზე გავიდნენ – 1:1.
მეორე ტაიმში ვალერი კარპინის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა. 54-ე წუთზე, ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველმა მათიას ნორმანმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ეს გოლი კურიოზულ ვითარებაში გავიდა. თავიდან მსაჯმა არ ჩათვალა, რადგან ბურთი ბადეში არ გაეხვა. მაგრამ ლაინსმენებთან მოთათბირების შემდეგ გოლი სამართლიანად ჩათვალა, რადგა ბადე გახეული აღმოჩნდა და ბურთი ვერ შეაჩერა.
რუსეთის ნაკრების ფლანგის შემტევმა დმიტრი პოლოზმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
72-ე წუთზე მოედანზე რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებსი ნახევარმცველი გიორგი მახათაძე გამოჩნდა, რომელიც „როსტოვში“ „ლოკომოტივ-კაზანკადან“ გადავიდა.
8 თებერვალი. ესპანეთი, მარბელა.
როსტოვი-ლოკომოტივი 4:1
გოლები: ალმკვისტი (31), 1:1 კახაბრიშვილი (35), 2:1 ნორმანი (54. პ), 3:1 პოლოზი (75) 4:1 პოლოზი (78).