„ლოკომოტივი“ ორი თვე მთავარი მწვრთნელის გარეშე ითამაშებს - ჭიაბრიშვილი 10-მატჩით დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ორი თვე მთავარი მწვრთნელის გარეშე ითამაშებს - ჭიაბრიშვილი 10-მატჩით დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი მკაცრად დასაჯეს. გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მომხდარ ინცინდენტს უკავშირდება, რომელშიც „ლოკომოტივი“ „საბურთალოსთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის ბოლოს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი მსაჯმა კამათისთვის მოედნიდან გააძევა, რამაც გია ჭიაბრიშვილი კიდევ უფრო გააბრაზა და არბიტრს თავი მიარტყა. ინციდენტის შემდეგ 41 წლის მწვრთნელს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

ეს სასჯელი იმას ნიშნავს, რომ გია ჭიაბრიშვილი გუნდს მხოლოდ მესამე წრეში უხელმძღვანელებს (ხვალ მეორე წრის მეორე ტური გაიმართება). 41 წლის სპეციალისტმა „თელავთან“ მე-11 ტურის გასვლითი შეხვედრა გამოტოვა, სასჯელი კი მე-20 ტურში დაუსრულდება, როდესაც „ლოკომოტივი“ „თელავს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს. ეს მატჩი კი 27 ივნისს გაიმართება.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან „ლოკომოტივი“ ოფიციალურ შეხვედრებს მთავარი მწვრთნელის გარეშე ორი თვე ჩაატარებს.