„ლოკომოტივი“ და ფოთის „კოლხეთი“ ატეიტის თასის გამარჯვებულები არიან #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმი 2024 – ატეიტის თასი“ გაიმართა. შეჯიბრებაში, რომელიც ექვს ეტაპად ტარდება, ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ლატვიისა და ლიეტუვის გუნდები მონაწილეობენ.
საერთაშორისო ახალგაზრდული და საბავშვო ფეხბურთის ფესტივალი სხადასხვა ასაკში თავიდან ლიეტუვაში, ვილნიუსში ტარდებოდა, მაგრამ ბოლო 4 წელია, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ბალტიისპირეთის პარალელურად, რამდენიმე ასაკობრივი ტურნირის გათამაშებას საქართველო, ბათუმი მასპინძლობს.
12-წლამდელებში გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 4:3 გაიმარჯვა. მესამე ადგილზე „იბერია 1999“ გავიდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „ლოკოს“ ფეხბურთელი დავით კორკელია გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი – იოსებ ფილია.
13-წლამდელების ფინალშიც „ლოკომოტივის“ გუნდი გავიდა, რომელშიც გუნდი ფოთის „კოლხეთის“ საფეხბურთო სკოლას დაუპირისპირდა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი დამარცხდა.