„სასუოლოს“ საყრდენი ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი უახლოეს პერიოდში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.
ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ტურინელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. იტალიელის ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.
კლუბების წარმომადგენლები დღეს გამართავენ შეხვედრას, რათა დაასრულონ გარიგება. „იუვენტუსი“ იჯარით აიყვანს ნახევარმცველს შემდგომში 35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
ლოკატელი „სასუოლოში“ „მილანიდან“ 2019 წელს 14 მილიონ ევროდ გადავიდა. კლებში მან 99 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.