ლოკატელი „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
ლოკატელი „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, შესაძლოა, ზამთარში გუნდი დატოვოს, – ამტკიცებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა. მისი მონაცემებით, 22 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.

ტურინული კლუბი შეეცდება ფეხბურთელის ზამთარში შეძენას. ჟურნალისტის სიტყვებით, „იუვენტუსს“ ზაფხულშიც სურდა ლოკატელის იჯარით აყვანა, მაგრამ „სასუოლომ“ გარიგებაზე უარი განაცხადა.

მიმდინარე სეზონში ლოკატელიმ სერია A-ს ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. „სასუოლოში“ ის 2019 წლის ზაფხულში „მილანიდან“ გადავიდა. მაშინ მილანელებმა მასში 12 მილიონი ევრო მიიღეს. დღეს ნახევარმცველის სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

„სასუოლო“ იტალიის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ ორი ქულით ჩამორჩება.