ლოჩოშვილმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა - „კრემონეზე“ „ტორინოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა - „კრემონეზე“ „ტორინოს“ დაუზავდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“, მოსამზადებელ ეტაპზე, ამხანაგური შეხვედრაში „ტორინოს“ შეხვდა. თამაში პიემონტში გაიმართა და 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და შეცვლაზე შევიდა.

იტალიურ სერია A-ში საშემოდგომო ეტაპის შემდეგ „კრემონეზეს“ 15 ტურის შემდეგ ჯერ თამაში არ მოუგია, მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 პოზიციაზეა, სერია A-დან კი ბოლო სამი გუნდი ვარდება.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ სერია A-ს გუნდში ზაფხულში 1,6 მილიონ ევროდ გადავიდა, მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ ფორმით 12 მატჩი ჩაატარა და ყველა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.