ლოჩოშვილი ავსტრიაში ღირსების ჯვრით დააჯილდოეს #1TVSPORT
ლოჩოშვილი ავსტრიაში ღირსების ჯვრით დააჯილდოეს #1TVSPORT

„ვოლფსბერგის“ ფეხბურთელებმა, ლუკა ლოჩოშვილმა და კრისტოფერ ვერნიცნიგმა სპეციალური ჯილდო მიიღეს. ავსტრიული გუნდის წევრები კერნტენის მხარის საპატიო ჯვრით დააჯილდოეს.

„ვოლფსბერგერის“ ორმა მოთამაშემ მოედანზე გადაარჩინა „აუსტრიას“ ფეხბურთელი ჯორჯ ტეიგლი, რომელმაც დუელის შემდეგ გონება დაკარგა. კერნტენის მხარის გუბერნატორმა პიტერ კაიზერმა, შტატის სპორტულმა დირექტორმა არნო არტოფერმა და სახელმწიფო მრჩეველმა სებასტიან შუშნიგმა ორივე ფეხბურთელი სიცოცხლის გადარჩენისთვის ღირსების ჯვრით დააჯილდოეს“, – წერს „სქაი სპორტ ავსტრია“.

„ეს ამაღელვებელი მომენტია. მატჩის ის ეპიზოდი დრამატული გახლდათ, რადგან საუბარი აღარ იყო ქულებსა და გამარჯვებებზე, არამედ უბრალოდ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეზე. მათ (ლოჩოშვილმა და ვერნიცნიგმა) სწრაფად და სწორად გაიაზრეს, რა უნდა ექნათ და გააკეთეს იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლიათ სპორტული წარმატებით მოეტანათ – მათ გადაარჩინეს სიცოცხლე“, – განაცხადა კერნტენის მხარის გუბერნატორმა პიტერ კაიზერმა.