ლობჯანიძემ ყაზახეთში გაიტანა - ქართველები ბოლო წამზე ლიდერთან დამარცხდნენ
გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი ყაზახური პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში გამოიჩინა. ჩემპიონატის აუტსაიდერი „აქტობე” „ტარაზს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ქართველმა გოლი დამატებით დროში, 92-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
კოსტანაის „ტობოლი” კი, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გასვლაზე ყაზახური ფეხბურთის ლიდერ „ასტანასთან” დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. 90+2 წუთზე 1:1 იყო, როდესაც მასპინძლებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი „ტობოლის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.