ლობჟანიძე ყაზახეთში ითამაშებს – თარაზში ყველაფერი მომწონს

21:38, 26.02.2019

გუჯა ლობჟანიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში აღზევებულ „თარაზში“ გადავიდა – გუნდში, სადაც მცირე ხნის წინ ჟეტისუდან ქართველი მცველი, ლაშა კასრაძე დაიმატეს.

26 წლის ფორვარდს უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, „შუქურაში“, „ბათუმში“, „ორენბურგში“, „რუსთავში“ და საქართველოს ნაკრების ფორმაც მოურგია. ლობჟანიძეს ყაზახური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა.

„ახალ გუნდში მცირე ხნის წინ ჩავირიცხე. ძალიან კარგად მიმიღეს და აქ ძალიან მომწონს. კარგი შეკრება ტარდება, ძლიერი მეტოქეები გვყავს და შევეცდებით, სეზონს სასურველ ფორმაში შევხვდეთ. ყაზახეთის ჩემპიონატზე ის ვიცი, რომ ძლიერი ლიგა და ძლიერი კლუბებია. თარაზს რაც შეეხება, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, კლუბი კი საკუთარი აკადემიიდან ნიჭიერ მოთამაშეებით მარაგდება“ – ამბობს ლობჟანიძე.

26 წლის თავდამსხმელმა მომავალ სეზონთან დაკავშირებულ იმედებზეც ილაპარაკა:

„შეკრებაზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალ სეზონში კარგი შედეგები გვქონდეს. ფეხბურთელებისა და მწვრთნელთა ძლიერი კონტიგენტია და იმედია, ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ხალხი მოდის, ამიტომ გულშემატკივრობს ვთხოვ, მოდით და გვერდში დაგვიდექით – ეს ჩვენ გაგვაძლიერებს“.

მსგავსი