ლობჟანიძის შესანიშნავი გოლი - ქართველმა დანიაში პანენკა შეასრულა (ვიდეო)
საბა ლობჟანიძემ დანიაში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა – ეს ამ ქვეყნის სუპერლიგაში მე-20 ტურში მოხდა.
„რადერსმა“ „რანდერს პარკზე“ ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. სტუმართა განადგურებას სათავე ლობჟანიძემ დაუდო, რომელიც მასპინძელთა ძირითად შემადგენობაში იყო. მეცხრე წუთზე, საბა საჯარიმოში შევარდა და მისი გადაცემის ხელით შეჩერებისთვის დაინიშნა პენალტი, რომელიც 25 წლის ქართველმა შემტევმა ულამაზესი დარტყმით (ე.წ. პანენკათი) გოლად აქცია და გუნდი დააწინაურა.
საბა ლობჟანიძე „რანდერსის“ მთავარმა მწვრთნელმა 83-ე წუთზე გულშემატკივრების ოვაციების ფონზე შეცვალა. „ესბიერგის“ ძირითად შემადგენობაში იყო ლაშა პარუნაშვილიც, რომელმაც 90 წუთი ჩაატარა.
ამ გამარჯვებით „რანდერსმა“ 30 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა. დანიის სუპერლიგაში სეზონი 16 თებერვალს განახლდება და არის ალბათობა, რომ საბა ლობჟანიძე კარიერას სხვა გუნდის ფორმით გააგრძელებს.