ლობჟანიძის სადებიუტო გოლი - „კარაგუმრუკმა“ „უმრანიესპორი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა „კარაგუმრუკში“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „უმრანიესპორს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქართველი შემტევი „ჰატაისპორიდან“ „კარაგუმრუკში“ გადავიდა, მაგრამ ჯერ გოლი გატანილი არ ჰქონდა. საბა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სუპერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში 84 წუთი ითამაშა.
მატჩი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და უმუთ ნაირის შესრულებული პენალტით 36-ე წუთზე დაწინაურდნენ. „კარაგუმრუკმა“ დამატებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანა. 45+1-ე წუთზე ლობჟანიძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 45+6-ე წუთზე მასპინძლები იტალიელმა ფაბიო ბორინიმ პენალტით დააწინაურა – 2:1.
მეორე ტაიმში 52-ე წუთზე ბორინიმ დუბლი შეასრულა. ოლარენვაჯუ კაიოდემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მბაიე დიანემ მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა – 4:2.
30 ტურის შემდეგ „კარაგუმრუკმა“ 40 ქულა დააგროვა და თურქეთის სუპერლიგაში მერვე ადგილზე დაწინაურდა.