ლობჟანიძის პირველი გოლი თურქეთის სუპერლიგაში - „ჰატაისპორმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ „ჰატაისპორს“ „უმრანიესპორთან“ მოგებაში ვერ დაეხმარა – 2:2.
წლევანდელი სეზონი „ჰატაისპორმა“ კარგად ვერ დაიწყო და საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მე-16 პოზიციაზე იყო. აუტსაიდერ „უმრანიესპორთან“ საბა ლობჟანიძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მხოლოდ 90-ე წუთზე შეცვალეს.
„ჰატაისპორმა“ ანგარიში მაროკოს ნაკრების შემტევის, აიუბ ელ-ქააბის გოლით 24-ე წუთზე გახსნაა. 39-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 53-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ელ-ქააბის პასით გუნდი ისევ დააწინაურა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, „უმრანიესპორმა“ 67-ე წუთზე ანგარიში მეორედ გაათანაბრა და ქულის გადარჩენა მოახერხა – 2:2.
„ჰატაისპორს“ 16 ქულა დაუგროვდა და თურქეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.