ლობჟანიძის ნაცვლად ავსტრიელი - „კარლსრუემ“ ქართველის დამატება გადაიფიქრა
საბა ლობჟანიძის გადაბირება მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ სურდა, მაგრამ მის მიამრთ ინტერესი შემცირდა, რადგან გერმანელებმა საქართველოს ნაკრების შემტევს ავსტრიელი ალტერნატივა მოუძებნეს.
ინფორმაციას გამოცემა „კა-ნიუსის“ (ka-news.de) ავრცელებს. გერმანული სააგენტოს ცნობით, დანიური „რანდერსის“ ქართველი ფეხბურთელის დამატებას „კარლსრუეში“ განიხილავდნენ, სანამ ლუკას გროცურეკის კანდიდატურა არ გამოჩნდა. ტანმაღალი (188 სმ) ფლანგის შემტევის ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია და ავსტრიული გრაცის „შტურმში“ ორივე ფლანგზე თამაშობს.
„კარლსრუე“ ტრანსფერებში საკმაოდ მოკრძალებული იყო, ახლა კი კლუბი გააქტიურდა. დიდი ხნის განმავლობაში, „კარლსრუე“ სწრაფ და სახიფათო ფლანგის თავდამსხმელს ეძებდა. ახლა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ გუნდი ლუკას გროზურეკს დაიმატებს – სწრაფ და ტექნიკურ ავსტრიელს. საბა ლობჟანიძე გუნდის სიაში იყო. 24 წლის ქართველს „კარლსრუეს“ ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილიც აქებდა, რომელიც ახლა საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. მაგრამ ლობჟანიძის მიმართ ინტერესი აღარ არის“, – წერს „კა-ნიუსი“ (ka-news.de).