თურქული გამოცემა „იენიჰაბერდენის“ ცნობით, სუპერლიგის „კონიასპორთან“ კონტრაქტი ცხრა ფეხბურთელს დაუსრულდა და კლუბმა მათთან ხელშეკრულებები არ გაახანგრძლივა, მათ შორის – ლევან შენგელიასთან.
„სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „კონიასპორმა“ 50 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ „კონიასპორის“ 33 მოთამაშიდან ცხრას კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მათ შორის არის ლევან შენგელია. ქართველმა ვერ დააკმაყოფილა გუნდის კრიტერიუმები“, – წერს „იენიჰაბერდენი“.
თურქეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კლუბის დატოვება მხოლოდ ლევან შენგელიას არ მოუწევს. საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუ“ ლიგიდან გავარდა და საბასაც ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. კლუბში მხოლოდ „ქარაგუმრუქის“ თავდამსხმელი ვატო არველაძე რჩება, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.