ლობჟანიძის დუბლი თურქეთში - ქართველი სიმბოლურში ორმა გამოცემამ დაასახელა
საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ 25 წლის თავდამსხმელი ერთდროულად ორმა გამოცემამ დაასახელა.
საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა და თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ამ ქვეყნის გრანდ „ფენერბაჰჩესთან“ მე-13 წუთზე პირველად გაიტანა. საერთოდაც, მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ქართველის გადაცემით მის თანაგუნდელს დასაწყისშივე გატანა შეეძლო და ახლოდან ააცილა. 25 წლის ქართველ თავდამსხმელს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა. საბამ „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი 2:1 მოიგო.
საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის ქართველი მოთამაშე თურქული ლიგის პარტნიორი სატელევიზიო ქსელის, „beinsports“-ის ინსტაგრამის გვერდმა და გამოცემა „haberturk“-მა დაასახელეს.