საბა ლობჟანიძემ ახალ სეზონში პირველად გაიტანა. ეს „რანდერსის“ შემტევმა ნახევარმცველმა დანიის სუპერლიგის მეექვსე ტურში „ჰობროს“ წინააღმდეგ მოახერხა.
24 წლის ქართველი „რანდერსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი ზუსტი თავური დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „რანდერსმა“ 3:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კანდიდატის გუნდმა ექვსი ტურის შემდეგ ცხრა ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. საბა ლობჟანიძემ ახალ სეზონში ექვსივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და არც ერთხელ არ შეუცვლიათ.