ლობჟანიძემ MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ორლანდოს“ გაუტანა - „ატლანტა“ პლეი ოფში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სტუმრად „ორლანდო სიტის“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე გოლი გაიტანა. მე-16 წუთზე სტუმართა უპირატესობა ტიარემ გაზარდა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ოჯედამ 42-ე წუთზე დააფიქსირა.

ლობჟანიძისთვის „ორლანდოს“ კარში გატანილი გოლი რეგულარულ სეზონში მე-9 იყო, მან ასევე 6 ასისტის დაგროვება მოახერხა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეცაა წარდგენილი, ამ ჯილდოსთვის ასევე იბრძვის ლიონელ მესი.

აღსანიშნავია, რომ „ატლანტა იუნაიტედმა“ რეგულარულ სეზონში ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა და პლე ოფის პირველ ეტაპზე, 1/16-ფინალში გავიდა, სადაც 23 ოქტომბერს სტუმრად „მონრეალს“ დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება.