ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა

18:38, 01.09.2019

საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მერვე ტურში დუბლი შეასრულა და „რანდერსს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი შინ „სილკებორგს“ ხვდებოდა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე მცველს მეკარის საჯარიმოსთან ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „რანდერსის“ სასარგებლოდ.

25 წლის ქართველმა ლეგიონერმა დანიის სუპერლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ რვა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, ეს „რანდერსში“ ქართველის ბოლო შეხვედრა იყო.

მსგავსი