ლობჟანიძემ დანიაში მასტერკლასი ჩაატარა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიაში გაიბრწყინა. დანიის საფეხბურთო სუპერლიგის აუტსაიდერთა ჯგუფში მისი გუნდი, „რანდერსი“ „სონდერისკეს“ მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

23 წლის ქართველმა მასპინძელთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამივე გოლი საბას ანგარიშზეა: მან 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, სამ წუთში სტუმრების კარი მეორედ აიღო, ხოლო 73-ე წუთზე ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ჯგუფში ლობჟანიძემ ექვს შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლოგიკური იყო, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი შემტევი ნახევარმცველი დაასახელეს.