ლობჟანიძემ დანიაში ისევ გაიტანა
ლობჟანიძემ დანიაში ისევ გაიტანა

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა და რანდერსს უმნიშნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

სუპერლიგის რეგულარულ სეზონში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, გუნდები ადგილების მიხედვით გადანაწილდნენ – საჩემპიონო და აუტსაიდერთა ჯგუფებში.

ლობჟანიძის რანდერსი მერვე ადგილზე გავიდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. პირველი მატჩი გუნდმა გასვლაზე ოლბორგთან გამართა და თავიდან აგებდა, მაგრამ 46-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა – რადერსმა 2:1 მოიგო და ჯგუფში გალიდერდა.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.