საბა ლობჟანიძე კარიერას „ანკარაგიუჯუში“ გააგრძელებს – ეროვნული ნაკრების წევრზე ინფორმაცია თურქეთის სუპერლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუში“ გადასვლა სამშაბათს გადაწყდა, მაგრამ ის სტამბულში რამდენიმე დღის შემდეგ ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა.
19 ტურის შემდეგ, ქართველის ახალი გუნდი თურქეთის სუპერლიგაში 13 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა. „ანკარაგიუჯუს“ ადმინისტრაცია ვითარების გამოსწორებას რომ ცდილობს, ეს აფქტიც მეტყველებს – ბოლო პრეზენტაციაზე გუნდმა ერთდროულად 15 ახალწვეული წარადგინა.
დანიური გამოცემის, „ტიპბსლადეტის” ცნობით, თურქულმა კლუბმა ქართველის ყოფილ კლუბ „რანდერსს” 2,24 მილიონი დანიური კრონა (დააახლოებით, 333 ათასი დოლარი გადაუხადა.