„ჰატაისპორშიც“ საბას დროა - ლობჟანიძემ ახალ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ თავის ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა – ეს თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში მოხდა, სადაც მისმა გუნდმა „ჰატაისპორმა“ „ქასიმფაშას“ უმასპინძლა.
„იენი ჰატაი სტედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – „ქასიმპაშა“ მე-18 წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა, „მონაკოს“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვალენტინ ესერიკმა დააწინაურა.
საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორის“ სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევმა თავის გამოჩენა სწრაფად მოახერხა – 72-ე წუთზე საბამ ფრანგ თავდამხმელთან, სენ-ლუი დილანთან კედელი გაათამაშა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა.
გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მისთვის ჩვეული ჟესტით აღნიშნა, რაც ნიშნავს – „ახლა ჩემი დროა“. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, საბა ლობჟანიძემ გუნდს პირველი ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგაში 2020 წელს დანიური „რანდერსიდან“ გადავიდა. მაშინ საბა ლობჟანიძე „ანკარაგუჯუში“ ჩაირიცხა. კლუბი ზაფხულში დატოვა და „ჰატაისპორთან“ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.