ლობჟანიძე თურქული გრანდის სამიზნეში - ქართველით „გალათასარაი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ლობჟანიძე თურქული გრანდის სამიზნეში - ქართველით „გალათასარაი“ დაინტერესდა #1TVSPORT

თურქული ფეხბურთის გრანდი „გალათასარაი“ საქართველოს ნაკრებისა და „ჰატაისპორის“ მოთამაშე საბა ლობჟანიძით დაინტერესდა – ინფორმაციას ტვიტერზე Focus Transfer Haber ავრცელებს.

„საბა ლობჟანიძე და „გალათასარაი“ – მარჯვენა შემტევის საჭიროება აშკარაა“, – ამ სათაურით წერილს გამოცემა sportifcumleler აქვეყნებს.

გალათასარაისთვის“ მარჯვენა ფლანგზე შემტევის საჭიროება აშკარაა. ზოგიერთი ამბობს, რომ გუნდს ამ პოზიციაზე მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ეს ის არაა, რაც „გალათასარაის“ სურს. ამის ფონზე წავიკითხე, რომ გუნდი საბა ლობჟანიძის დამატებას აპირებს. ის „ანკარაგუჩუს“ შემდეგ „ჰატაისპორში“ კიდევ უფრო გაიზარდა ომერ ერდოღანის (მწვრთნელი) წყალობით“, – წერს გამოცემა.

თურქული გამოცემა ყურადღებას ქართველის სასარგებლო თვისებებზე ამახვილებს: 

„მან „ჰატაისპორში“ 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მემარჯვენეა და ძირითადად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარეს თამაში. საბას დარტყმები შესანიშნავია, მისი დრიბლინგი ძლიერია, აქვს ტექნიკა, აქვს კარგად იყენებს სივრცეს“.